суббота, 1 октября 2016 г.

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო -,,ტყე და მისი მნიშვნელობა"
პროექტებით სწავლების კურსიდან მიღებული ცოდნა  მოსწავლეებს დაეხმარება სიღრმისეულად შეისწავლონ მასალა.ფასილიტაციის საშუალებით ისინი ხალისით
 ჩაერთვებიან პროექტში.დაკვირვებით,მოძიებით,გამოკითხვით,ურთიერთთანამშრომ-ლობით,ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით შეიძენენ 21-ე საუკუნის უნარ_ჩვევებს. ეს კურსი მე,როგორც მასწავლებელს, დამეხმარება ახალი პროექტების დაგეგმვაში და განხორციელებაში.

воскресенье, 25 сентября 2016 г.

მე-8 დღე

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.შევქმენი მოსწავლის დამხმარე შაბლონი,შევქმენი აქტივობები ნიჭიერი,არაქართულენოვანი და სსსმ მოსწავლისათვის.შევქმენი სლაიდშოუ მოსწავლეთა გამოსაწვევად.მადლობა, საინტერესო ტრენინგისათვის!

суббота, 24 сентября 2016 г.

მე-7 დღე





მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.მეწყვილეს შევუფასე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის გამოყენებით,რაც დამეხმარა აღმომეჩინა ნაშრომის სუსტი მხარეები.ვიუვერში გავეცანი შეფასების რუბრიკას და მოვახდინე მისი ადაპტირება ჩემი მოსწავლის თემასთან. შევქმენი მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს პროექტი.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბრიკა

воскресенье, 18 сентября 2016 г.

მე-6 დღე

ეს მოდული დაგვეხმარა,როგორ გამოვიყენოთტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის.,,PoverPoint"-ში გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუში.გავაკეთეთ შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალის ჩეკლისტი და შევინახეთ შეფასებების ფოლდერში.

суббота, 17 сентября 2016 г.

მე-5 დღე



ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე,კერძოდ, ეფექტურად როგორ მოვიძიო ინფორმაცია ინტერნეტში,როგორ დავიცვა საავტორო უფლებები,როგორ გავუზიარო ბლოგ პოსტი კოლეგას და როგორ დავუკომენტარო და ა.შ.

მე-4 დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.გავეცანი შეფასების  მეთოდებს და ინსტრუმენტებს.გავეცანით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების გამოყენების სტრატეგიებს.ვისწავლეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის გაკეთება ,,PoverPoint”-ში.


вторник, 6 сентября 2016 г.

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.რაც  დამეხმარება პროექტის მიზნების,სტანდარტების და შედეგების გაწერაში.